20:30 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-29 13:30:44, 5026 ნახვა

კულტურა
ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში ჯგუფ VOLCAN-ის კონცერტი გაიმართება

30 აპრილს, 20:00 საათზე, ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი VOLCAN კონცერტს გამართავს.

ღონისძიება საქართველოში აშშ-ს საელჩოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ტარდება.

მსოფლიო ცნობილი ჯგუფი VOLCÁN ცნობილ მუსიკოსებს - Jose Armando Gola, Horacio "El Negro" Hernandez and Gonzalo Rubalcaba აერთიანებს და 5 წელია მრავალფეროვან და მდიდარ მუსიკალურ მემკვიდრეობას ქმნის, რომელიც ჯგუფის 150-მდე ალბომშია შესული.  VOLCAN - ბუნების ოთხ ელემენტს - დედამიწას, ჰაერს, ქარს და ცეცხლს აერთიანებს.

კონცერტში ჯგუფ VOLCAN-თან ერთად, მონაწილეობას მიიღებს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი.  ქართველი სამხედროები, შეასრულებენ ისეთ პოპულარულ ჯაზ ჰიტებს როგორიცაა : IN THE MOOD (JOE GARLAND);  BLUE RONDO A LA TURKE (DAVE BRUBECK), CANTALOUPE ISLAND (HERBIE HANCOCK).

ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით  დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც.

ჯაზის საერთაშორისო დღის 5 წლისთავი წელს განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნება ამერიკაში. 29 აპრილს, პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა თეთრ სახლში, მსოფლიო დონის მუსიკოსებს - ჰერბი ჰენკოკს, სტინგს, არეტა ფრანკლინს, დაიანა კროლს, ელ ჯეროს, ჰიუ მასაკლეას, ჩიკ კორეას და სხვა შემსრულებლებს უმასპინძლებენ.

პირველად ჯაზის საერთაშორისო დღე 2012 წლის 30 აპრილს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მღერიან მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე. გასულ წელს ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებას იაპონიის ქალაქმა ოსაკამ  უმასპინძლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics