|
2016-04-28 19:04:11, 983 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძე დოქტორ ალბერტო ბინს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ნატოს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს, პარტნიორობის, თანამშრომლობის და ინტეგრაციის დირექტორს, დოქტორ ალბერტო ბინს შეხვდა. შეხვედრას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო ბაქრაძე და პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი თეა ნიკოლაშვილი დაესწრნენ. შეხვედრის ძირითად განსახილველ საკითხებს კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის სკოლის ჩამოყალიბება და განვითარება წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის ფორმირების გეგმებზე. ანა დოლიძის განცხადებით, სკოლას უსაფრთხოების სექტორის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი როლი ექნება როგორც ეროვნულ, ასევე, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ქვეყანამ მაღალი რისკის ჯგუფიდინ საშუალო რისკის ჯგუფში გადაინაცვლა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თავდაცვის სამინისტროში კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით განხორციელებულ საქმიანობაზე. დოქტორმა ბინმა დადებითად შეაფასა თავდაცვის სამინისტროს მიერ კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით გაწეული სამუშაო და რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)