|
2016-04-28 14:36:43, 887 ნახვა
სამართალი
„თბილისის აეროპორტში“ ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 26 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“ ოქროს საიუველირო ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს. "კერძოდ, აზერბაიჯანის მოქალაქე ს.ა.-ს ეჭვის საფუძველზე კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ხელბარგსა და სხეულზე აღმოაჩნდა საერთო წონით 219,08 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 13679,77 ლარი. ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ს.ჯ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა 11331,13 ლარის ღირებულების 87,21 გრამი ოქროს ნაკეთობები. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ორივე მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 13679,77 ლარისა და 11331,13 ლარის ოდენობით. ეჭვის საფუძველზე მეტალოდეტექტორით და სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ა.-ს მებაჟე ოფიცრებმა 378,88 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 24539,5 ლარი. ამავე მეთოდით შეამოწმეს და საერთო წონით 386,76 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.მ.-ს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 30059,88 ლარი.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)