|
2016-04-28 10:59:35, 1522 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობამ ებრაელ ტურისტებს ფესახის დღესასწაული საზეიმო კონცერტით მიულოცა
აჭარის მთავრობის ორგანიზებით ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ბათუმში მყოფი ებრაელი ტურისტებისთვის ფოლკლორული კონცერტი ჩატარდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 600-მდე ებრაელი ტურისტი აჭარაში ფესახის დღესასწაულთან დაკავშირებით იმყოფება. ფესახი უდიდესი ებრაული დღესასწაულია, რომელიც ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას ეძღვნება. ებრაული ფესახი ყოველწლიურად აღინიშნება გაზაფხულის ნისანის თვის მეთოთხმეტე დღეს. ზეიმი გრძელდება შვიდი დღის მანძილზე ისრაელში და რვა დღის განმავლობაში ქვეყნის გარეთ. პილიგრიმული დღესასწაულის დღეები ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღინიშნება, ბათუმში ფესახის დღეები წელს პირველად ტარდება. ფესახის პროექტი საქართველოში 20 აპრილიდან 1 მაისამდე ხორციელდება ტურ-კომპანია ASIA TRAVEL -ისა (ისრაელი) და ტურ-ოპერატორ NES TRAVEL-ის (საქართველო) ორგანიზებით. ქალაქ ბათუმში ფესახის პროექტის ფარგლებში 6 ქვეყნიდან მონაწილე ებრაელი ტურისტებია მოწვეული. საქართველოში ყოფნის დროს, სტუმრები გაეცნობიან მაღალმთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტულ ღირშესანიშნაობებს, რაც ხელს შეუწყობს აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის პოპულარიზაციას. ქართული კულტურისა და რეგიონის ფოლკლორული სიმდიდრის გაცნობის მიზნით, აჭარის ა/რ მთავრობა ებრაელ სტუმრებს სპეციალური კონცერტით გაუმასპინძლდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა. აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცხოელ ვიზიტორთა 48 % -იანი ზრდა დაფიქსირდა. განსაკუთრებული ზრდა კი ისრაელიდან შეინიშნება. გასულ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აჭარაში 2015 წლის მარტთან შედარებით 22-ჯერ მეტი ებრალი ვიზიტორი ჩამოვიდა.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)