|
2015-01-08 11:27:59, 6678 ნახვა
მსოფლიო
ქართველი მუსლიმები Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, შეშფოთებულები არიან
ქართველი მუსლიმები საფრანგეთში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რა დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაშავდა, შეძრწუნებულები არიან. როგორც „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ეს ფაქტი სრულიად მუსლიმი თემისაკენ მიმართული ტერორისტული აქტია. „ქართველი მუსლიმები შეძრწუნებული ვართ მიმდინარე წლის 7 იანვარს საფრანგეთის დედაქალაქში - პარიზში მედიაზე განხორციელებული ბარბაროსული აქტის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაშავდა ათზე მეტი ადამიანი. ვწუხვართ მომხდარის გამო და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, სრულიად საფრანგეთის მოსახლეობას. ჯერ სრულად დაუზუსტებელი, მაგრამ დიდი ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს საზარელი აქტი განხორციელდა ისლამის სახელით, ეგრეთწოდებული მუსლიმების მიერ, ჩვენ, ქართველ მუსლიმებს, გულის სიღრმემდე გვზარავს. ჩვენთვის, როგორც ჭეშმარიტი ისლამის მიმდევართათვის, სრულიად მიუღებელია კაცთაკვლა, შურისძიება, სისხლი, ცრემლი და უბედურება, ვინც არ უნდა სჩადიოდეს მას. საჯაროდაა ცნობილი, რომ ისლამი ადამიანის სიყვარულის, კაცობრიობის გადარჩენის, სხვადასხვა ფერის, რასის, ერის, რწმენის ხალხთა თანაცხოვრების პრინციპზეა დაფუძნებული. ამისთვის საუკეთესო მაგალითია წმინდა მუჰამმედ შუამავლის განვლილი ცხოვრება, როგორც განსხვავებული რწმენის თუ ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების მიმართ პატივისცემით დამოკიდებულების უბადლო ნიმუში. მისი ქადაგებები თუ საქვეყნოდ ცნობილი შეგონებები ბოროტების ჩამდენების მიმართაც მიმტევებლობითი და შენდობითი დამოკიდებულების გამოხატულებაა. უზანაესი ღმერთი ყურანში მუსლიმებს მშვიდობის დაცვისკენ მოუწოდებს, ერთი ადამიანის მკვლელობის ჩამდენს კაცობრიობის გამანადგურებელის, ხოლო ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარმჩენს მთელი კაცობრიობის გადარჩენის ტოლფას ღირებულებად გვამცნობს.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)