|
2016-04-25 16:19:03, 1470 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის დელეგაცია ნიკოლაევში იმყოფება
აჭარის მთავრობის დელეგაცია ნიკოლაევში იმყოფება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტი 25 აპრილს რეგიონის თავმჯდომარესთან, ვადიმ მერიკოვთან და რეგიონული საბჭოს თავმჯდომარესთან ვიქტორია მოსკალენკოსთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რუსლან ქორიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, ოდესაში საქართველოს კონსული მანუჩარ წოწონავა და ვიცე-კონსული ირაკლი აბესაძე. "ჩვენთვის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის, ასევე სოციალურ-კუტურული მიმართულებით. წელს 15 საერთაშორისო შეხვედრა გვქონდა. 2016 წელი ინვესტიციების მოზიდვის წელია", - განაცხადა ვადიმ მერიკოვმა. შეხვედრისას ვადიმ მარიკოვმა სტუმრებს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური გარემო და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა გააცნო. საუბრისას ყურადღება გაამახვილა დეცენტრალიზაციაზე, პოლიციის რეფორმასა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე. «გასულ წელს ფინანსრუმა დეცენტრალიზაციამ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. ადგილობრივი გადასახადებისგან შემოსავლები და მოსაკრებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლევანდელი წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ბიუჯეტი 155%-ით შესრულდა, სახელმწიფო ბიუჯეტი კი - 136%-ით. რეფორმის წყალობით, ეს თანხები ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება“, - განაცხადა მან. არჩილ ხაბაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აჭარაში ტურისტული სეზონი იწყება და ახალი ტურისტული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის დამსახურებით, რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის: «ჩვენ გვსურს, რომ აჭარა ტურისტებისთვის ღია იყოს წელიწადში 12 თვის მანძილზე. წელს ტურისტების რაოდენობის 40%-ით ზრდას ველოდებით. ტურისტებს ველოდებით უკრაინიდანაც. ვიმედოვნებთ, რომ ეს წელი ფინანსურადაც ნაყოფიერი იქნება. პირველ კვარტალში ბიუჯეტის 110%-იანი შესრულება გვაქვს. ახალი ტურისტული ობიექტების გახსნა ათასობით სამუშაო ადგილს გვაძლევს", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო გამოცდილების გაზიარების მიზნით ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო განვითარებას. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ნიკოლაევის მერთან. დელეგაციის წევრები ქალაქის პორტებს მოინახულებენ და მონაწილეობას მიიღებენ ფორუმში „ნიკოლაევი-ბათუმი". ასევე ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმისა და ნიკოლაევის საზღვაო პორტებს შორის. შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში ნიკოლაევის დელეგაცია აჭარაში იმყოფებოდა. შეხვედრის ფარგლებში არჩილ ხაბაძემ და ვადიმ მერიკოვმა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)