|
2016-04-23 16:49:33, 4856 ნახვა
კულტურა
ეროს რამაზოტის თბილისში ვიზიტზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ
ეროს რამაზოტის თბილისში ვიზიტზე დოკუმენტური ფილმის გადაღება იგეგმება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, დროის სიმცირიდან გამომდინარე, ფილმის გადარება ქალაქგარეთ ვერ მოხერხდება, ამიტომ მას თბილისში გადაიღებენ. ''დროის სიმცირიდან გამომდინარე, ქალაქგარეთ გადაღება ვერ მოხერხდება. საკმაოდ ბევრი რამ არის გადასაღები თბილისში. გარკვეული ადგილები უკვე ვაჩვენეთ. სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩამოჰყვა მომღერალს, საკუთარ გეგმას ადგენს, თუ რა და, როგორ გადაიღონ ორ დღეში. ფილმში ასევე კონცერტის კადრებიც შევა", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. აღსანიშნავია, რომ კონცერტისთვის მზადება და სცენის დამონტაჟება სპორტის სასახლეში უკვე დაწყებულია. როგორც რამაზოტიმ აღნიშნა, მან ჯერ ვერაფრის ნახვა ვერ მოასწრო, თუმცა ქალაქში ჩამოსვლისას პირველი რაც ნახა, ის იყო, რომ აქ სისუფთავეა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ასეთივე ხალხი ცხოვრობს. მომღერალმა განმარტა, რომ ის სხვადასხვა ადგილების ნახვას დოკუმენტური ფილმის გადაღების ფარგლებში გეგმავს. "მე ვიცი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ევროპასთან დაახლოება სურს და ეს ღონისძიებაც ამას ემსახურება. დიდი იმედი მაქვს, ევროპასთან თქვენს მჭიდრო კავშირს შევუწყობ ხელს," -აღნიშნა მომღერალმა. რაც შეეხება ხვალინდელ კონცერტს, რამაზოტიმ განაცხადა, რომ ის თბილისში ჩატარებულ კონცერტს გარდაცვლილ მომღერალ პრინსს მიუძღვნის. შეგახსენებთ, რომ ეროს რამაზოტი თბილისში, სპორტის სასახლეში კონცერტს 24 აპრილს გამართავს. ცნობისთვის, იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით The Perfetto World Tour წარდგება. კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან Perfetto - აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: „Terra Promessa“, „Più Che Puoi“, „Cose Della Vita“, „Più Bella Cosa“, „Adesso Tu“, „Se Bastasse Una Bella Canzone“... როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აგებული. კონცერტის მხარდამჭერია იტალიის საელჩო საქართველოში; კულტურის სამინისტროს ცნობით, ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)