|
2016-04-23 16:02:50, 780 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელმა სტუდენტებს ”შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტი“ გააცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის“ გაცნობა იყო. პროექტის დეტალებზე კონცეფციის ავტორმა, რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ ისაუბრა. სტუდენტების კითხვებს კი თავდაცვის მინისტრმა უპასუხა. „ჩვენ აქტიურად დავდივართ უნივერსიტეტებში და ვხვდებით საუნივერსიტეტო საზოგადოებას. დღეს ის სტუდენტები შეიკრიბნენ, რომლებიც, იმავდროულად, გაერთიანებულები არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამხედრო საკითხებზე მუშაობენ და პერიოდულად მართავენ ღონისძიებებს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. ისინი, როგორც ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით დაინტერესებული ადამიანები, ჩვენგან განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ და ამიტომ გადავწყვიტეთ, ცალკე შევხვედროდით. რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე შევხვდით სტუდენტებს და შეხვედრებს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ კვლავ გავაგრძელებთ. მზად ვართ, ნებისმიერ უნივერსიტეტში მივიდეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით - გორში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები. ჩვენთვის ახალგაზრდების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. „ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა ეროვნული თავდაცვის სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია“ იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა, როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და, მოქალაქეების მზადყოფნა, თუ როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას ქვეყნის თავდაცვაში. სწორედ ამიტომ, კონცეფციის სამუშაო ვერსიას გაეცნობიან არა მხოლოდ სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ, სტუდენტებიც. საჯარო დისკუსიის მიზანია, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჯერ საკითხის განხილვაში, შემდეგ კი რეზერვის ორგანიზების პრაქტიკულ ღონისძიებებში“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)