|
2016-04-21 12:18:13, 1000 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე მყოფ რეკრუტებს ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე მყოფ რეკრუტებს მოულოდნელად ესტუმრა. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მომავალ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა. თინა ხიდაშელთან ერთად ალგეთში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე იმყოფებოდნენ. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ თავდაცვის მინისტრს საწვრთნელი ბაზა ალგეთის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და რეკრუტების მომზადების პროგრამა გააცნო. ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, რეკრუტებს, მათ შორის იმ პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩართვა გადაწყვიტეს. თავდაცვის უწყების ცნობით, საწყისი საბრძოლო მომზადება, ამჯერად, გაუმჯობესებული პროგრამით მიმდინარეობს. სასწავლო პროგრამა მორგებულია ქვედანაყოფების მოთხოვნილებებს და მისი შედგენისას გათვალისწინებულია ნატოს სტანდარტები.საწყისი საბრძოლო მომზადება 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მომზადების დასრულების შემდეგ რეკრუტები სამხედრო ფიცს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე დადებენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)