|
2016-04-19 19:54:19, 1012 ნახვა
სამხედრო
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასამგზავრებელი საგამოძიებო ჯგუფისთვის ტრენინგი გაიმართა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასამგზავრებელი საგამოძიებო ჯგუფისთვის ტრენინგი გაიმართა. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებული ორდღიანი სემინარი მიზნად ისახავდა საგამოძიებო ჯგუფის წევრებისთვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კულტურული, სოციალური, ისტორიული და ყოფითი თავისებურებების გაცნობას. შესაბამისი ცოდნა მათ დედაქალაქ ბანგის მოსახლეობასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად დაეხმარება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ჯარების მორალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს წარმომადგენლებმა საგამოძიებო ჯგუფის წევრებს აფრიკელი მოსახლეობის ჟესტები და ურთიერთობის ეტიკეტი, ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები და საშუალებები გააცნეს. ტრენინგის განმავლობაში მათ ყურადღება გაამახვილეს დაკვირვების უნარების განვითარებაზე, ინფორმაციის შეგროვებასა და მოლაპარაკებების წარმართვაზე, ასევე ნეირო-ლინგვისტურ პროგრამაზე. თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები კი ჯგუფის წევრებს გენდერული ასპექტების შესახებ ესაუბრნენ. ტრენინგი სიმულაციური და როლური სავარჯიშოებით წარიმართა. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ჯგუფის შექმნისა და ადგილზე საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)