|
2016-04-17 10:59:58, 1077 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
ბრატისლავაში მიმდინარე მე-10 გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბოლო ორმხრივი შეხვედრა სახალხო დიპლომატიის მიმართულებით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ელჩ თაჩან ილდემთან გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში თინათინ ხიდაშელმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა ნატოსა და პარტნიორი ქვეყნებისათვის სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტი, საქართველოს მოლოდინები და თებერვალში, ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული შეთავაზებები იყო. ყურადღება გამახვილდა ასევე, რუსეთის პროპაგანდასა და მასთან ბრძოლის საშუალებებზე. ფორუმის პირველი დღის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკევ გამართა ორმხრივი შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწესთან პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)