08:50 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 17:56:32, 1310 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპმა ვატიკანში 12 არალეგალი მიგრანტი წაიყვანა

რომის პაპმა ფრანცისკმა, რომელმაც ბერძნულ კუნძულ ლესბოსზე მდებარე მიგრანტების ბანაკი მოინახულა, ვატიკანში 12 არალეგალი მიგრანტი წაიყვანა.

ამის შესახებ იტალიური არხი Ria News 24 იუწყება.

რომის პაპი ლესბოსზე დღეს ჩავიდა. მას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე და ათენის არქიეპისკოპოსი დეფინი დახვდნენ.

პაპის თქმით, მისი ვიზიტის მიზანია დევნილებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და მადლობის თქმა ლესბოსისა და მთელი ბერძენი ხალხისთვის, რომლებიც მათ ასე ხელგაშლილი ხვდებიან.

პაპმა ასევე აღნიშნა, რომ ის, რაც ახლა ევროპაში ხდება, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფაა.

მიგრანტებთან მიმართვის პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ ისინი მარტონი არ არიან და იმედი არ უნდა დაკარგონ. ამასთან, ფარნცისკმა ყველა ევროპელს მიგრანტის შეფარება სთხოვა და ამის მაგალითი მათ თავად მისცა, როდესაც საკუთარ თვითმფრინავში მიგრანტების სამი ოჯახი აიყვანა, მათ შორის 6 ბავშვი და 6 ზრდასრული.

ამ დროისთვის ლესბოსზე მიგრანტების ბანაკში 3 ათასი ადამიანი იმყოფება, რომელთა უმრავლესობას უახლოეს მომავალაში თურქეთში დააბრუნებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics