|
2016-04-15 18:19:22, 1431 ნახვა
სხვადასხვა
არჩილ ყარაულაშვილმა ნატოს შემფასებელთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა ნატოს შემფასებელთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა. შემფასებელთა ჯგუფი საქართველოს ეწვია თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის ფარგლებში, არსებული პარტნიორობის მიზნების გადახედვასა და განახლების თაობაზე კონსულტაციების წარმართვის მიზნით. ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფს, ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის ერთეულის ძალთა დაგეგმვის დირექტორატის უფროსი, პოლ სავერო ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების ამბიციურობასა და მათი განხორციელების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში, ქართულ მხარეს ნატოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ამასთანავე, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების მიმდინარეობა და მოლოდინები, ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. თავის მხრივ, არჩილ ყარაულაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მექანიზმების - ნატო-საქართველოს კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამისა და არსებითი პაკეტის ეფექტიანად გამოყენების თაობაზე, ზოგადად მიმოიხილა წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)