|
2016-04-15 09:53:17, 881 ნახვა
სამართალი
საქართველო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის პროექტს შეუერთდა
საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონიდან, რომელიც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ევროკავშირის ახალ, სამწლიან პროექტში ჩაერთვება. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, პროექტი ქვეყნებს შორის ოპერატიულ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლას, არალეგალური ფულის მიმოქცევის კონტროლს და დამნაშავეთა დაკავების ერთობლივ კოორდინაციას გულისხმობს. მათივე ცნობით, ავსტრიაში, ზალცბურგის ფედერალურ მიწაზე, საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი მიიწვიეს. კონფერენციაში - „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კოორდინატორთა ქსელი - კანონის აღსრულება, ინფორმაციის გაცვლა“ 33 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონფერენციის მთავარი მომხსენებლები საქართველოს შს მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, ზალცბურგის ფედერალური მიწის გუბერნატორი ვილფრედ ჰასლაუერი, ევროპოლის დირექტორის მოადგილე მარტინუ ოლდრიხი და ავსტრიის კრიმინალური პოლიციის უფროსი, გენერალ ფრანც ლანგი იყვნენ. თავის გამოსვლაში ბესიკ ამირანაშვილმა ყურადღება გაამახვილა ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 15 ქვეყანასთან უკვე დადო საერთაშორისო ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. ბოლო 3 წლის განმავლობაში, შს სამინისტრომ პოლიციის ატაშეები ევროპის მრავალ ქვეყანაში წარგზავნა. შს მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპოლთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობას. ევროპოლის მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. მიმდინარე წელს საქართველო უკვე ხელს მოაწერს ევროპოლთან ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. კონფერენციის ფარგლებში, ბესიკ ამირანაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპოლის დირექტორის მოადგილე მარტინუ ოლდრიხთან, ავსტრიის კრიმინალური პოლიციის უფროს, გენერალ ფრანც ლანგთან, ავსტრიის ორგანიზებული დანაშაულის ბიუროს უფროს ანდრეას ჰოლცერთან და მოლდოვის პოლიციის უფროს ალექსანდრუ პინზართან.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)