23:33 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 10:15:11, 794 ნახვა

საზოგადოება
კიბერუსაფრთხოების თემაზე კავკასიის უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა

 კავკასიის უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების თემაზე ლექცია გაიმართა. ლექციის მიზანს კიბერუსაფრთხოების სფეროში სტუდენტების ინფორმირება და გამოცდილების გაზიარება  წარმოადგენდა.

კურსი თავდაცვის სამინისტროს ს.ს.ი.პ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ და სალექციო კურსის ხელმძღვანელმა სვიმონ მასხარაშვილმა გახსნეს. მათ კიბერუსაფრთხოების სფეროს გაძლიერებისა  და ამ კუთხით სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს  კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, ბიუროს საქმიანობაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარუდგინეს.

მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.  კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს. 

კავკასიის უნივერსიტეტში საპილოტე სახით წარმოდგენილია სალექციო კურსი. კურსი მიზნად ისახავს, სტუდენტებისთვის ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა თემაზე, მათ შორის,  კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.

ბიუროს ერთ-ერთ მიზანს კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
2014 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებმა საბჭომ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი განიხილა და დაამტკიცა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics