|
2016-04-12 15:42:03, 656 ნახვა
სამართალი
მცირეწლოვანის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 23 წლით პატიმრობა მიესაჯა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პ.ფ. 10 წლის გოგონას გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენისთვის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის დამნაშავედ სცნო. პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ"ქვეპუნტითა და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით პ. ფ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პ.ფ.-ს ბრალდების საქმეზე ჩატარდა სასამართლოს 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების მხარის 30 მოწმე. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ზესტაფონის რაიონში პ.ფ-მ ძალადობით, ძალადობის გამოყენების მუქარით და უმწეო მდგომარეობის გამოყენებით გააუპატიურა 10 წლის გოგონა, ხოლო შემდეგ მცირეწლოვანთან დაამყარა გაუკუღმართებული სქესობრივი კონტაქტი. სამართალდამცველებმა პ.ფ. 2015 წლის 4 ივნისს გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში დააკავეს. აღსანიშნავია, რომ პ. ფ. წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული და სასამართლოს განაჩენით, მას ჩამორთმეული ჰქონდა ავტოტრანსპორტის საშუალების მართვის უფლება, მიუხედავად ამისა იგი არ ემორჩილებოდა დაკისრებულ აკრძალვას და ავტომობილს მართავდა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ პ. ფ. დამნაშავედ სცნო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელების ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, პ.ფ.-ს საბოლოოდ განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)