|
2026-10-27 20:29:20, 1901 ნახვა
სამართალი
თორნიკე რაზმაძე - 3 000 ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო
აქტივისტი თორნიკე რაზმაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფისთვის 3 000 ლარით დააჯარიმა. "3 000 ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო. მაგრამ, სამაგიეროდ, ამის შემდეგ ხსნილია: ოკუპანტების დედაც "ნა კალენიახ" და კიდევ იმათი, ვინც ჩვენს ისტორიას და კულტურას შეურაცხყოფს!" - წერს თორნიკე რაზმაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, საქმე ეხება 18 აგვისტოს თორნიკე რაზმაძის მიერ საკუთარ FB-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც მას მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის ვიდეოები აქვს გამოყენებული. ვიდეოში თორნიკე რაზმაძე ამბობს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით, კობახიძის მესიჯები სიმონიანის ნათქვამს ემთხვევა. ვიდეოში ერთ-ერთი გადაცემიდან ამოჭრილ მონაკვეთში სიმონიანი ამბობს ფრაზას „на коленях“ - პოსტის კომენტარებში კი თორნიკე რაზმაძე იყენებს სწორედ სიმონიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და წერს შემდეგ ფრაზას: "ამათი დედას შევე*ი "ნა კალენიახ". საქმის ოქმის მიხედვით, სწორედ ამ კომენტარის გამო ედავებოდა შსს აქტივისტს.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)