15:25 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 13:06:44, 834 ნახვა

სამართალი
გადაწყვეტილება მიღებული არაა, ვმსჯელობთ – სალია რუსთავის N6 ციხის უფროსის გათავისუფლებაზე

"ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, ვმჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მიღებული იქნება გადაწყვეტილება" - ასე პასუხობს ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია TV პირველის მიერ დასმულ შეკითხვას რჩება თუ არა თანამდებობაზე, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, შოთა ტრაპაიძე. 

სალიას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილის დანიშვნა "მოკლე დროში მოუწიათ". მისივე თქმით, თათარაშვილის კანდიდატურა თავად შეარჩია. 

"ციხეების ახალი უფროსის შერჩევა მოგვიწია საკმაოდ მოკლე დროში, თუმცა, მე ვიცნობ პირადად ამ ადამიანს, ვიცი მისი პროფესიონალიზმის შესახებ და მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამენიშნა ხელმძღვანელად.

ჩემი რეკომენდაცია იყო, ჩემი ნაცნობობა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, კოლეგებთანაც, სადაც მუშაობდა ამ დრომდე, შინაგან საქმეთა მინისტრთანაც მქონდა საუბარი ამის თაობაზე" - განაცხადა პაატა სალიამ.

ჟურნალისტის შეკითხვას, რომ პენიტენციური სამსახურის ახალი უფროსს აქტივისტები დევნაში ადანაშაულებდნენ და მის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ, სალია პასუხობს, რომ "ეს გარემოებები არ დადასტურებულა არც ერთი გამოძიების ფარგლებში, შესაბამისად, მხოლოდ ბრალდებებით, რომელიც მედიაში ჟღერდება და რომელსაც შეიძლება გარკვეული პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს, გადაწყვეტილებები არ მიიღება სახელმწიფო სისტემაში".





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics