14:50 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-26 13:28:25, 1901 ნახვა

ევროპის ამბები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.

ევროპული გამოცემა „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროკავშირის ქვეყნები წლის ბოლომდე უკრაინისთვის დამატებით 45 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ.

გამოცემის ცნობით, ახალი სესხი უკრაინას 2027 წლამდე ქვეყნის ფინანსური საჭიროებების დასაფარად გაეცემა. ევროკავშირი ასევე ამ გეგმისთვის კანადისა და დიდი ბრიტანეთისგან უფრო მეტ მხარდაჭერას ეძებს.

მეორეს მხრივ, გაზეთი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ევროპის ქვეყნებს შორის დაძაბულობას გაზრდის, განსაკუთრებით ევროკავშირის ახალი შვიდწლიანი ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ფონზე. „პოლიტიკურად, ძნელი ასახსნელი იქნება, რომ უკრაინისთვის ფული ვიპოვეთ, მაგრამ ამავდროულად ევროპელების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი შემცირება მოგვიწია“, - თქვა წყარომ.

გარდა ამისა, ჩეხეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს სხდომაზე უკვე განაცხადეს, რომ ისინი სესხში მონაწილეობას არ გეგმავენ. ანონიმური დიპლომატების თქმით, უნგრეთი მათ შეუერთდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics