|
2026-10-25 20:59:55, 2685 ნახვა
სხვადასხვა
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
„ფაინენშალ ტაიმსისა“ და კვლევითი კომპანია „ფოკალდატას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ში რეგისტრირებული ამომრჩევლების 69% შეშფოთებულია კორუფციით, პირადი სარგებლისთვის ძალაუფლების ექსპლუატაციით და ინტერესთა კონფლიქტით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში. 2024 წლის არჩევნებში ტრამპს მხარი დაუჭირეს ამერიკელებს შორის ეს მაჩვენებელი თითქმის ნახევარს შეადგენს. გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს, 3 ნოემბერს. გამოკითხვა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა 16-დან 18 ოქტომბრამდე, 1648 რეგისტრირებულ ამომრჩეველს შორის. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ კორუფცია ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში უფრო სერიოზულ პრობლემად იქცა, ვიდრე წინა ადმინისტრაციების დროს. უკმაყოფილება იზრდება ცხოვრების ფასების ზრდის ფონზე. გამოკითხულთა 56%-მა განაცხადა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა 2025 წლის იანვარში და მეოთხედზე მეტმა შეამცირა ხარჯები აუცილებელ საქონელზე ან ჯანდაცვაზე. ამასობაში, ფასების ზრდაში 54%-მა ტრამპის ადმინისტრაცია ან კონგრესის რესპუბლიკელები დაადანაშაულა, ხოლო 40%-ზე მეტმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა მათ შუალედურ არჩევნებში დემოკრატებისთვის ხმის მიცემის ალბათობას ზრდის. თეთრმა სახლმა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ბრალდებები უარყო. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დევის ინგლმა განაცხადა, რომ ტრამპი ფედერალურ სააგენტოებში თაღლითობას ებრძვის და ამერიკელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამასობაში, FT-ის ცნობით, პრეზიდენტის ოჯახის კრიპტოვალუტის პროექტებმა, რომლებმაც, გამოცემის ცნობით, მათ მინიმუმ მილიარდი დოლარი მოუტანა, დამატებითი კრიტიკა გამოიწვია.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)