|
2026-10-25 10:48:47, 2177 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანზე ახალი დარტყმის განხორციელებას 25 ოქტომბერს განიხილავს, თუმცა თეირანთან მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა არ გამორიცხა. მან ამის შესახებ ფლორიდაში მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა და ხაზი გაუსვა, რომ შესაძლო სამხედრო ოპერაციის ვადების გამხელა არ აპირებს. „ჩვენ ამას განვიხილავთ და ეს შეიძლება ხვალ მოხდეს“, - განაცხადა ტრამპმა შაბათს, 24 ოქტომბერს, როდესაც ახალი თავდასხმის ალბათობაზე ჰკითხეს. კითხვაზე, თუ რამდენად ახლოს იყო ვაშინგტონი გადაწყვეტილების მიღებასთან, პრეზიდენტმა უპასუხა: „ნამდვილად გგონიათ, რომ გეტყვით, ვაპირებ თუ არა ამის გაკეთებას?“ ტრამპის თქმით, აშშ-ს შეუძლია სამხედრო მოქმედებების გაგრძელება „დასასრულებლად, რაც დავიწყეთ“ ან ირანთან შეთანხმების მისაღწევად. თუმცა, ამერიკელმა ლიდერმა ეჭვი გამოთქვა, რომ თეირანი შესაძლო შეთანხმების პირობებს შეასრულებს. „შესაძლოა, მე მომიწიოს დაწყებულის დასრულება, ან შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავიმარჯვებთ“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. ერთი დღით ადრე ტრამპმა ასევე წამოჭრა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობა და მას „კიდევ ერთი პატარა „ეპიკური მძვინვარება“ უწოდა. ეს არის ირანის წინააღმდეგ ამერიკული სამხედრო კამპანიის სახელი, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო აშშ-ისრაელის ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)