|
2026-10-24 22:46:15, 4261 ნახვა
ევროპის ამბები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ჯორდან ბარდელა ხელახლა აირჩიეს საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ (RN) თავმჯდომარედ, რომელიც ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა, იუწყება France 24. ორლეანში პარტიის ყრილობაზე მან ხმების 98.98% მიიღო და ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო. „მარინის ელიზეს სასახლეში მოსაყვანად, მჭირდები“, - განუცხადა ბარდელამ პარტიის რამდენიმე ათას მხარდამჭერს, გულისხმობდა მარინ ლე პენს, რომელიც 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. ბარდელა „ეროვნულ გაერთიანებას“ 2022 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ასევე ევროპარლამენტის წევრია. პარტია 1972 წელს დაარსდა და საფრანგეთის ულტრამემარჯვენეობის ერთ-ერთ წამყვან ძალად ითვლება. ორლეანში ყრილობა ფრანგული მემარცხენეების წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული ულტრამემარჯვენეების საწინააღმდეგო დემონსტრაციის ფონზე გაიმართა. ბარდელა კვირას „ზენიტ დ’ორლეანში“ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ლე პენი გამოვა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)