|
2026-10-24 20:53:06, 3545 ნახვა
სამართალი
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
დაკარგული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის ორგანიზებით დღეს შსს-სთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე მივიდნენ გურიკა დადიანიძის მამა და მამიდაც. აქციის მსვლელობისას გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა საზოგადოებას მიმართა და საქმის გამოძიების დაჩქარება მოითხოვა: "12 წლის მანძილზე გამოძიებამ არაფერი გამიკეთა. თქვენი თანადგომით, ერთიანი ძალებით საქმე გადმოვიდა თბილისში, რისი დიდი იმედიც მაქვს. ალბათ ყველას გაინტერესებთ, სად გაუჩინარდა ჩემი შვილი?! <…> მხოლოდ იმას მოვთხოვ, რომ სულ ერთხელ მაინც დამანახო ჩემი შვილი. ვისაც ჰყავს, როგორიც ჰყავს ისეთი მინდა ჩემი შვილი. ჩემთან ერთად არიან სხვა დედები, რომლებმაც შვილები დაკარგეს და დღემდე იმათაც ვერ უპოვიათ. ძალიან ვთხოვ გამოძიებას, დააჩქარონ, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ. მათ ყველაფერი უკვე ხელში უჭირავთ, ყველა მოწმე, ჩვენება, ყველაფერი. აღარაფერი დარჩენიათ, უბრალოდ თქვან, რა მოუვიდა და სად გააქრეს ბავშვი”. სოფო ბიბილაშვილმა მადლობა გადაუხადა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესა და მის ჯგუფს, რომელმაც გამოძიების პროცესი დააჩქარა. "ისინი ამ თვეების განმავლობაში ჩემთან კომუნიკაციაზე არ გამოდიოდნენ, არ მესაუბრებოდნენ. უფრო მეტიც, როცა განვაცხადე, რომ მამიდის ნახვის სურვილი მქონდა, მან ჩემთან შეხვედრა და საუბარი არ ისურვა. დღეს კი, სრულიად მოულოდნელი იყო მათი დანახვა, ისინი შემოუერთდნენ აქციას, თუმცა, მათთან კომუნიკაცია, საუბარი არ მქონია. მზაობას ვაცხადებ, რომ შევხვდები, როგორც მათ, ასევე სხვა პირებს, რომლებიც აქამდე გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ, მათ რომლებიც აქამდე თავს მარიდებდნენ. არაერთი ადამიანი არათუ სიმართლის დადგენით არამედ სიმართლის დადგენის მცდელობის გამო ჩემი კრიტიკით იყო დაკავებული, რამდენიმე მათგანისგან ჩემს მიმართ შეცვლილი პოზიცია ვნახე. კარგი იქნება, თუკი, ყველანი, ხელის შეშლის ნაცვლად, დაიწყებენ თანამშრომლობას. მე ამ საქმეში მხოლოდ კეთილი მიზნებით ვარ ჩართული, რომ გამწარებულ დედას და საზოგადოებას, რომელიც ამ საქმითაა დაინტერესებული, დავეხმარო - განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამისა და მამიდის მისვლაზე.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)