16:24 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-24 20:49:10, 3261 ნახვა

სამართალი
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

ისინი, სავარაუდოდ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მათივე თანატოლებზე ძალადობას გეგმავდნენ, რასთან დაკავშირებითაც, სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით კონტაქტობდნენ.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად ტაბელური იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს.

"სანდო წყაროს ინფორმაციით ისინი ერთმანეთს ვიდეოზარით ეკონტაქტებოდნენ, ასევე კომუნიკაცია ჰქონდათ ტელეგრამისა და ტიკ-ტოკის არხების მეშვეობით.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის მამამ სანდო წყაროს განუცხადა, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა სასტარტო პისტოლეტი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს. მისივე თქმით, მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული". - წერს სანდო წყარო.

"ექსპრესნიუსს"  შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების დაკავება დაუდასტურა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics