|
2026-10-24 15:32:15, 3424 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითი – 18 პოლიტიკური (ღიად პრორუსული. რედ>) პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაში არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რამენაირად შეიძლება უკავშირდებოდეს დემოკრატიის პრინციპს, ვერც იტყოდნენ, პრინციპში, რადგან ეს არის აბსურდი, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ვერც იტყოდნენ ამას, ვინაიდან ეს არის აბსურდი და ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი. „რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი. რაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, არის ორმაგი სტანდარტები. იგივე ეხება არჩევნებსაც. თქვენ იცით, რომ არაერთ ქვეყანაში ჩვენს გარშემო ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარდა არჩევნები, იგივე მოლდოვაა ამის ძალიან კარგი მაგალითი, თუმცა იქაც არავითარი კომენტარი, რაიმე არსებითი კომენტარი არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით. ყველგან ჩანს ორმაგი სტანდარტები, ჩვენ გვჭირდება სამართლის უზენაესობის დაცვა და ამას ემსახურება ის პროცესები, რომლებიც ჩვენ წამოვიწყეთ“, – აღნიშნა კობახიძემ. რაზე იტყუება კობახიძე 2022 წელს რუსეთის შეჭრიდან სამ თვეში 13 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს პრორუსულ პარტიებს, რომლებიც ანტიუკრაინულ საქმიანობას ეწევიან. რეალურად, უკრაინაში საქმიანობა შეუჩერდათ არა იმ პარტიებს, რომლებიც არასასურველი იყო მთავრობისთვის, არამედ მათ, ვინც უკრაინასთან ომში მყოფ რუსეთთან იყო დაკავშირებული. 2022 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქმიანობა შეუჩერეს შემდეგ პარტიებს:
აღსანიშნავია, რომ ამ პარტიების საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო ხელმოწერილი კანონის საფუძველზე, რომელიც რუსეთთან კავშირებს კრძალავს. ჩამოთვლილი პარტიებიდან უმსხვილესი პლატფორმა “სიცოცხლისთვის” არის. ის კრემლთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკის დაფუძნებულია. მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პირი და ვლადიმირ პუტინის შვილის ნათლიაა, უკრაინაში სანქცირებული, სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმში ბრალდებული იყო. უკრაინამ ის მაშინ დააკავა, როდესაც ქვეყნიდან გაქცევასა და რუსეთში წასვლას გეგმავდა. მოგვიანებით მედვედჩუკი აზოვის მცველებში გაცვალეს.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)