|
2026-10-23 16:48:42, 3570 ნახვა
მსოფლიო
რუსმა ოლიგარქმა, პირს მორგანთან ინტერვიუში მოუწოდა პუტინს, უკრაინაზე ბირთვული ბომბი ჩამოაგდოს
პროპაგანდისტული ტელეარხ „ცარგრადის“ მფლობელმა ოლიგარქმა კონსტანტინ მალოფეევმა ვლადიმერ პუტინს შესთავაზა, უკრაინაში დასავლეთის იარაღის საწყობებზე ბირთვული დარტყმა მიეყენებინა. ეს განცხადება მან ბრიტანელი ჟურნალისტის, პირს მორგანის თოქ-შოუში გააკეთა. „ულტიმატუმი უნდა წაუყენონ: 72 საათში დასავლეთ უკრაინაში არსებულ საწყობებზე, სადაც თქვენივე იარაღია შენახული, რომელიც ჩვენი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად გამოიყენება, ბირთვული დარტყმა განხორციელდება. ამ დროის განმავლობაში დაზარალებული ტერიტორიის ევაკუაცია შესაძლებელია“, - თქვა მალოფეევმა. „მართლმადიდებელმა ოლიგარქმა“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ ქრისტიანები ვართ, კარგი ხალხი ვართ“ და რომ უკრაინელები „ჩვენი სლავური ძმები“ არიან: „ჩვენ არ გვინდა მათი მოკვლა, ჩვენ გვინდა შევაჩეროთ ეს სისხლიანი, ძმათამკვლელი ომი“. ამავდროულად, მალოფეევმა განაცხადა, რომ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის „ახლავე“ გამოუყენებლობა „შეცდომაა“. „და მე ამის გამო ვაკრიტიკებ“, - თქვა ბიზნესმენმა. მან აღნიშნა, რომ პუტინი დასავლეთს „ძალიან ბევრ მეორე შანსს“ აძლევს. მიუხედავად ამისა, ის „საუკეთესო ლიდერია, რომელიც ჩვენს ქვეყანას საუკუნეში ჰყოლია“, - დაასკვნა მალოფეევმა. მანამდე, „მართლმადიდებელმა ოლიგარქმა“ გაზაფხულზე უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ მოუწოდა. იმ დროს მისი შეშფოთება გამოიწვია უკრაინელი იარაღის მწარმოებლის, დენის შტილერმანის განცხადებებმა მოსკოვამდე მისასვლელი ბალისტიკური რაკეტების გარდაუვალი შექმნის შესახებ. „ახალი ომი, რომელიც უნდა დასრულდეს. ახლავე. რადგან შტილერმანი მართლაც უკვე ამზადებს რაკეტებს“, - წერდა მალოფეევი Tsargrad-ის სვეტში. მან ასევე გამოთქვა განსაკუთრებული შეშფოთება „ლუბიანკას, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და [კოსმოსური თავდაცვის კონცერნი] ალმაზ-ანტეის“ ბედის გამო. ბირთვული თავდასხმის შემდეგ, მალოფეევმა შესთავაზა „დენაციფიკაცია“ „ბანდერას ლიდერების და ცკკ-ს ხელმძღვანელობის საჯარო სიკვდილით დასჯის“ დონემდე. ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ ბირთვული ქობინით დარტყმა ხელს შეუშლის უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაში.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)