|
2026-10-23 14:12:39, 4277 ნახვა
სამართალი
ნანა სანდერმა საპროცესო შეთანმებისთვის პროკურატურას მიმართა
2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა. ამის შესახებ, დღეს 23 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სანდერის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა. სასამართლოს სხდომას ესწრებოდა თავად ნანა სანდერიც. ადვოკატის თქმით, პროკურატურასთან შედგა შეთანხმება, რომ ნანა სანდერმა საპროცესო შეთანხმებით დატოვოს საპატიმრო. გოგა ბოგვერაძის სიტყვებით, ნანა სანდერი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებას. "ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება”, - განაცხადა მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის მზადაა პროკურატურაც. თუმცა პროკურორის განმარტებით, პირობების შესათანხმებლად შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო. პირობებების შეთანმხების შემთხვევაში ნანა სანდერი საპატიმროს ნოემრის დასაწყისში დატოვებს.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)