|
2026-10-23 14:03:42, 4002 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - დიტო ჩუბინიძე ბრალს არ ეთანხმება, არც ღარიბაშვილს იცნობს
საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ადვოკატის, ნონა ფილაურის თქმით, ჩუბინიძე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. "მეც და ბატონი დიტოც ბრალდებას გავეცანით. რა თქმა უნდა, ის ბრალს არ ეთანხმება და ეს ბრალის დადგენილებაში დავაფიქსირეთ [...] ძირითადად, მისი საჯარო გამოსვლებია დაოქმებული და სავარაუდოდ, დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრების ჩვენებებიც". - ამბობს ადვოკატი. ადვოკატის თქმით, ჩუბინიძე ამბობს, რომ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს არც იცნობს და მასთან არც ანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. "ბრალში კონკრეტულად [ყოფილ] პრემიერზე მინიშნება მითითებული არაა, მინიშნება უფრო იმაზეა, რომ ცრუ ინფორმაციით საზოგადოებაზე ახდენდა ზეგავლენას და დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას უშლიდა ხელს [...] მე დიტოს ვკითხე, მას ირაკლი ღარიბაშვილთან რაიმე კომუნიკაცია თუ ჰქონდა. დიტომ მითხრა, ეს გამორიცხულია, მე მას ფიზიკურადაც არასოდეს შევხვედრილვარო - მასთან სატელეფონო კომუნიკაციაც კი არ ჰქონია. არ ვიცნობ ამ ადამიანსო, მხოლოდ ვიცი მისი პოლიტიკური მოღვაწეობა წარსულში, რაც ხალხისთვისაც ცნობილიაო". - უთხრა ჩუბინიძის ადვოკატმა TV პირველს. პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის მუხლით, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დომენტი, იგივე, დიტო ჩუბინიძე დააკავა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)