|
2026-10-23 11:27:22, 5581 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფომ ბოდბეში მიწა და მასზე მდებარე შენობა ეკლესიას უსასყიდლოდ, 99 წლით გადასცა
ივანიშვილის მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბეში, გიორგი ანწუნელიძის ქუჩა №4ა-ში მდებარე 3 348 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა 99 წლით უსასყიდლოდ გადასცა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება ეკლესიას უსასყიდლოდ უზუფრუქტის უფლებით გადაეცა. განკარგულება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 16 ოქტომბრითაა დათარიღებული. შეგახსენებთ, ივანიშვილის პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის 4 სექტემბრის განკარგულებით, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 806 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს 1 ლარად გადაეცა. განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ ამ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ცოტნე დადიანის №30ა-ში მდებარეობს, 109.85 კვ.მ. შენობაა განთავსებული.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)