|
2026-10-21 14:08:13, 1863 ნახვა
სამართალი
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
უვადო პატიმრობა მიუსაჯა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს. თბილისის ერთ-ერთი კვების ობიექტის 22 წლის თანამშრომელი თამაზ მთივლიშვილი, პროკურატურის ინფორმაციით, თავისი დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით ცემის შედეგად მოკლეს. სამზარეულოს ხის დაფა, რომლითაც მთივლიშვილს გაუსწორდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს. პაპაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში. საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანი კიდევ სამი მსჯავრდებულის მიმართ. ისინი მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის მსგავსად ბრადება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. ბაირამ ალი გუსეინოვს დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლუკა გვენეტაძეს - 5 წლით, საბა რობაქიძესა და ვერიკო კაპანაძეს კი, 4,3-4,3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მიესჯილი.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)