|
2026-10-19 17:32:09, 2509 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებსა და ევროპული სტრუქტურების მხრიდან ძალადობის შეფასებას ორმაგ სტარდარტად აფასებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა. „ის პროცესები, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა - ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნა, პირდაპირ დაფინანსება, სიტყვიერი თუ „მესიჯებით“ წახალისება, როდესაც გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ჩამოდიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, პირდაპირ ძალადობრივ აქციებზე მიდიოდნენ და იქ გამოდიოდნენ, ამხნევებდნენ ამ ძალადობრივ ჯგუფებს, დაგმობაზე საერთოდ ხომ საუბარი ზედმეტია. ეს არის სრული კატასტროფა. ის უბედურება, რაც საქართველოში მოაწყვეს, შემთხვევითი პროცესები არ იყო. მათი დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან. ყველამ ყველაფერი იცის, საზოგადოება მაქვს მხედველობაში, თუ ვინ, როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ. ხედავთ, რა პროცესები მიდის. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია. წარმოუდგენელია, ისეთი ძალადობა, რასაც ვხედავთ კადრებში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტი, როდესაც ევროპულ ქალაქებში დემონსტრანტების ძალადობა მკაცრად გმობენ, ხოლო საქართველოში მსგავს ფაქტებს ახალისებდნენ.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)