|
2026-10-17 10:23:44, 1870 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც რუსული დიზელის საწვავის იმპორტს კრძალავს
აშშ-ის დემოკრატმა წარმომადგენელმა გრეგორი მიკსმა წარადგინა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული დიზელის საწვავის შესყიდვისა და იმპორტის პოტენციური გარიგების დაბლოკვას. დოკუმენტს ჰქვია „რუსეთთან კორუმპირებული ნავთობის გარიგებების აკრძალვის აქტი“. კანონპროექტი კრძალავს ამერიკის საერთაშორისო განვითარების კორპორაციის (DFC) ინვესტიციებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში, გააუქმებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ გაცემულ ზოგად ლიცენზიებს და კრძალავს ასეთი ახალი ნებართვების გაცემას. გარდა ამისა, კანონპროექტი ავალდებულებს ტრამპის ადმინისტრაციას, დააწესოს სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე. მიკსმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა, განაცხადა, რომ პოტენციური გარიგება არ შეამცირებს ამერიკის ხარჯებს, მაგრამ რუსეთს მისცემს დამატებით სახსრებს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად. „ეს პუტინს მილიონობით დოლარს მისცემს, რათა მან დაუსჯელად გააგრძელოს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა“, - განაცხადა კონგრესმენმა. მან ასევე დაადანაშაულა ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებაში მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის ნაცვლად და მოუწოდა კონგრესის წევრებს, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს. ინიციატივამ ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. დოკუმენტის თანაავტორებს შორის არიან დემოკრატები უილიამ კიტინგი, ემი ბერა, ტედ ლიეუ და სტენი ჰოიერი, ასევე რესპუბლიკელი დონ ბეიკონი.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)