|
2026-10-16 20:41:18, 4202 ნახვა
პოლიტიკა
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი - ტერიტორიული პრეტენზიების "რელიგიური ლოზუნგებით შეფუთვის მცდელობები" რეალობას ვერ შეცვლის
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პატრიარქის, შიო III-ის განცხადებას გამოეხმაურნენ. ე.წ უწყების განცხადებით, ტერიტორიული პრეტენზიების "რელიგიური ლოზუნგებით შეფუთვის მცდელობები" რეალობას ვერ შეცვლის. "განცხადებები "ძველ ისტორიულ მიწებზე" და მოწოდებები, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს "შეუერთდეს", რწმენასა და ძმობაზე ჩვეული მსჯელობის მიღმა სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალი, სულიერი შეფუთვით. სამწუხაროდ, ქართველი სასულიერო პირები, ისევე როგორც პოლიტიკური მოღვაწეები, კვლავაც განაგრძობენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან მიმართებით არაკორექტული ტერმინოლოგიის გამოყენებას და მას დამამცირებელი ტერმინით - "ცხინვალის რეგიონით" მოიხსენიებენ", - ნათქვამია ე.წ სამინისტროს განცხადებაში. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სტრუქტურების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის შემაჯამებელ დოკუმენტებს, რომლებშიც სამხრეთ ოსეთი თავისი ფაქტობრივი სახელწოდებით არის მოხსენიებული, ხელს აწერენ საქართველოს უფლებამოსილი პოლიტიკური წარმომადგენლები. "ცალკე უნდა შევჩერდეთ ე.წ. საქართველოს უძველესი ისტორიული მიწების თეზისზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში და შევახსენოთ, რომ ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ეს მიემართება ერთიანი საქართველოს ცნებასაც, რომელიც ისტორიოგრაფიულ ჭრილში ფორმითა და შინაარსით სრულიად სხვა რამეს წარმოადგენს. სამხრეთ ოსეთში შესანიშნავად ახსოვთ, რამდენი მწუხარება მოუტანა საქართველოს ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა 1920-იან წლებში, 1989–1992 წლებში და 2008 წელს. მსგავსი "კეთილი ზრახვები" აშკარა ფაქტების იგნორირების ფონზე ჩვენი რესპუბლიკისთვის მიუღებელია", - ნათქვამია განცხადებაში. პატრიარქმა განცხადება გააკეთა ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", შიო III-მ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის შესახებ თქვა, რომ კვლავ აღდგება ძმური ერთობა. "საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით, დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით, ეს ასეც იქნება და ჩვენ შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა".
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)