|
2026-10-14 13:20:16, 2257 ნახვა
პოლიტიკა
ცუცქირიძე: პარტიების აკრძალვა თავად ქართული ოცნებისთვის იქნება განაჩენი
პარტიების აკრძალვა ვერ გააქრობს იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში ივანიშვილის პარტიის მმართველობისას შეიქმნა. - წერს facebook-ზე პარტია თავისუფლების მოედნის ლიდერი, ლევან ცუცქირიძე. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა განაჩენი იქნება თავად ქართული ოცნებისთვის. "პარტიების აკრძალვა ვერ გააქრობს იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში ივანიშვილის პარტიის მმართველობისას შეიქმნა, ის მხოლოდ ამ პრობლემების გადაჭრის პოლიტიკურ გზას დაახშობს და კიდევ უფრო მძიმე დასასრულის გარანტია გახდება ქართული ოცნებისთვის. აკრძალვა ვერ გააქრობს კორუფციას, სიღარიბეს, უსამართლობას, უმუშევრობას, გაუსაძლის ფასებს, შიმშილს, ქვეყნის იზოლაციას, ოკუპაციას, ემიგრაციას, სოფლების დაცლას, ქალაქების ჩახერგვასა და დაბინძურებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნგრევას, ნარკომანიის საშინელ მასშტაბებს, ჯანდაცვის სისტემის მასშტაბურ კრიზისს, ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებას და უამრავ სხვა პრობლემას. ეს პრობლემები დაგროვდება, გამწვავდება და გამოსავალს აუცილებლად იპოვის, რაც არ უნდა დიდხანს ჩახერგონ მათმა მოსყიდულმა მოძალადეებმა ის მდინარე, სადაც მათი უსამართლობისგან დაგროვილი ბრაზი გროვდება და ერთიანდება." - წერს ცუცქირიძე. საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)