|
2026-10-06 20:36:18, 2790 ნახვა
სამართალი
ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს. ინფორმაცია პროკურატურაში დაადასტურეს. უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს: სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით - ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნით უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაცია; 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა. ბრალდება სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც, რომელიც ასევე ყოფილი ჟურნალისტია.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)