|
2026-10-05 21:44:02, 6517 ნახვა
საზოგადოება
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭავჭავაძის გამზირის №67-ში მდებარე სარეალიზაციო ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს და დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს. სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს შესაბამისი რეგისტრაციისა და სააგენტოს მიერ გაცემული აღიარების გარეშე ყიდდა. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალა. სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისთვის სავალდებულოა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება. აღნიშნული პროცედურა სანიტარიულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. სააგენტოში აცხადებენ, რომ ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით კონტროლს აქტიურად აგრძელებენ. ამასთან, უწყება ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)