21:23 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-05 13:56:29, 1584 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან

„თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, სადაც ის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებულ კამპანიას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან და მათგან მიღებულ დავალებებს ასრულებენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ.

„უსამშობლო აგენტურის წევრები როგორც მოქმედებენ ან რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს მათი დაგეგმილი არაა. ცხადია, ისინი გარედან, მათი პატრონების მითითებს ასრულებენ. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 2012 წლამდე დაიწყო. აკეთებდნენ ცილისმწამებლურ განცხადებებს, აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს დავალება აქვთ ახლაც მიცემული და აგრძელებენ მსგავს ქმედებებს. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორებიც იყვნენ და ახლა როგორებიც  არიან, აქვთ მცდელობა, რომ იგივე სხვას დააბრალონ. თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს.

მართალია, ისინი გარე ძალებისგან იმართებიან და ყველა მათი ქმედება თავიანთი პატრონებისგან დავალებული აქვთ, თუმცა, მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად არჩევს, ვინ ვინ არის, ვინ რას წარმოადგენს. ამიტომაც არიან ეს ოპოზიცურად განწყობილი, უსამშობლო ადამიანები ამ მდგომარეობაში - მათ არანაირი მხარდაჭერა ხალხისგან არ აქვთ, განულებული და გაუბედურებულები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics