|
2026-10-05 12:23:12, 5926 ნახვა
საზოგადოება
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
4 ოქტომბერს "კავკასიის უნივერსიტეტის" მიერ გამართულ პირველკურსელთა ტრადიციულ წვეულებას CU Welcome Party for Freshmen 2026, რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა. 5 სტუდენტი ამჟამად მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში გადის. არაერთი სტუდენტი აღნიშნავს, რომ CU Welcome Party for Freshmen 2026-ის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით და მომდევნო დღეს, პირველკურსელების დიდ ნაწილს აღენიშნებოდა ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი მსგავსი ნიშნები (გულისრევა, საერთო სისუსტე, მაღალი ტემპერატურა) სტუდენტების ნაწილი ვარაუდობს, რომ მოწამვლის მიზეზი შესაძლოა წვეულებაზე არსებული გაზიანი სასმელები, წყალი ან ქეითერინგის მიერ მიწოდებული საკვები გამხდარიყო, თუმცა ზუსტი ლოკაცია და პროდუქტი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. რამდენიმე ახალგაზრდა წერს, რომ მათ მეგობრებსა და ჯგუფელებს დასჭირდათ სამედიცინო დახმარება და საავადმყოფოებში გადაყვანა, სადაც გადასხმები ჩაუტარდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)