18:23 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-05 11:58:30, 2088 ნახვა

სამართალი
პოლიციამ 40 კილომდე ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება 14 მილიონი ლარია

უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს  - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და აღკვეთილია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი.

ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში იყო ჩართული. ისინი ნარკოტიკებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ადგილმდებარეობის ამსახველ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კილოგრამამდე „მეთადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კილოგრამამდე „ჰაშიში“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის, გავრცელებისა და რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ. - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics