|
2026-10-05 11:56:28, 1167 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის კანონპროექტს განიხილავს
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის "კანონპროექტს" განიხილავს. სანაცვლოდ მათ ე.წ. მოქალაქეობის მინიჭებას ჰპირდებიან. გამოცემა abkhazeti.info-ს ინფორმაციით, "საკანონმდებლო ცვლილებები" ე.წ. პარლამენტში განსახილველად უკვე შეტანილია და დოკუმენტში ნათქვამია: "აფხაზური ეროვნებისა და გვარის აღდგენის უფლება მიეცემათ იმ უცხოელებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში და არიან ეთნიკური აფხაზები, ან იმ პირთა პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც XIX–XX საუკუნეებში გატარებული ანტიაფხაზური ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნული კუთვნილება“. როგორც აცხადებენ, ეს ცვლილება შეეხება დაახლოებით 30 ათას ადამიანს, რომლებსაც "2011 წელს ჩამოერთვათ აფხაზური ე.წ. მოქალაქეობა იმ საბაბით, რომ მათ მეორე - საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ.“
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)