20:29 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-04 11:08:56, 2706 ნახვა

მსოფლიო
მედვედევმა შეერთებულ შტატებთან კონფლიქტის დროს ირანისთვის პირდაპირ დახმარებაზე ისაუბრა

რუსეთმა ირანს აშშ-სთან კონფლიქტის დროს პირდაპირი დიპლომატიური დახმარება გაუწია, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დაბლოკვით. „კომერსანტის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, ირანის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის კომპანიაში განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვმა თეირანს პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია და რამდენიმე შემთხვევაში დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომლებსაც შეეძლოთ ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო დარტყმების სამართლებრივი საფუძველი შეექმნათ.

„რა არის ეს, თუ არა პირდაპირი დახმარება?“ - თქვა მედვედევმა, ირანის მიმართ რუსეთის მხარდაჭერის შესაძლო შეზღუდვების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მან მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სტრატეგიული უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამხედრო ბლოკი.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა“, - განაცხადა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო კამპანიის დაწყება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics