16:02 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-02 14:43:48, 327 ნახვა

პოლიტიკა
გაუპატიურების ბრალდების საპასუხოდ ირმა ინაშვილი ითხოვს დადგეს მე-6 დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი

სავარაუდო გაუპატიურება ციხეში - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი რუსთავის მე-6 დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს.

ინაშვილის თქმით, უკვე წლებია, რაც პატიმრები შოთა ტრაპაიძის მხრიდან ძალადობასა და წამებაზე საუბრობენ, რაც მისი თქმით, დაუსჯელი არ უნდა დადგეს. 

აუცილებელია დადგეს რუსთავის მეექვსე დაწესებულების ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის შოთა ტრაპაიძე - როგორც ჩვენ ვიცით, არაერთი პატიმარი სხვადასხვა წლებში, დაწყებული 2014 წლიდან ავრცელებდა და ავრცელებს შემზარავ ინფორმაციებს, რომ ეს პირი ეწევა არაადამიანური მოპყრობის, წამების ორგანიზებას. ასევე აქ მონაწილეობდა ვინმე გიორგი კვარაცხელია, რომელიც ძალიან საინტერესო ეპიზოდია - კარანტინის დაშლის კადრები ყველას გახსოვთ, ეს გიორგი კვარაცხელია კარანტინის დაშლის კადრებშიც მონაწილეობდა. იყო შემდეგ გასამართლებული, როგორც მე ვიცი, რაღაცა პერიოდის შემდეგ, მოხდა მისი გადანიშვნა, ჩემი ინფორმაციით, სხვა სასჯელააღსრულების დაწესებულებაში. სამწუხაროდ, მე არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, ეს გიორგი კვარაცხელია იმ კარანტინის კადრებში მონაწილე გიორგი კვარაცხელიაა თუ სხვა გიორგი კვარაცხელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ სასჯელარსრულების დაწესებულებას აქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია", - აცხადებს ირმა ინაშვილი. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics