15:27 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 17:42:04, 15027 ნახვა

კულტურა
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, 23-27 სექტემბერს, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულმა თეატრმა კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს, „თბილისურ ბროწეულებს“ უმასპინძლა.

თბილისური ბროწეულები ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და საერთაშორისო მასშტაბით გამოირჩევა. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა მსოფლიო თეატრალურ სივრცეში აღიარებული რეჟისორებისა და არტისტების საუკეთესო ნამუშევრებს იტალიიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან.

თეატრალური ფესტივალი  რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით მემკვიდრეობას ეძღვნება, რომელმაც ხუთი დღის განმავლობაში თეატრალური ხელოვნების მოყვარულები და სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა. თბილისური ბროწეულები მხარს უჭერს კულტურული დიალოგის გაღრმავებას, კამერული და მონოსპექტაკლების ჟანრის პოპულარიზაციასა და ქართული და საერთაშორისო თეატრალური დასების დაახლოებას.

ბაზისბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში კულტურული და ხელოვნების პროექტების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი სფეროს განვითარებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების გამრავალფეროვნებას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics