23:49 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-27 11:51:27, 2255 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა

მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ, - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, გამოიკვეთა, რომ ამ ადამიანებმა მიიღეს ახალი დაკვეთა, ახალი დავალება საკუთარი ხელმძღვანელებისგან ქვეყნის გარედან.

„ამაზე მიანიშნებს ჯერ ბარამიძის განცხადება, შემდეგ გვარამიას განცხადებები, მანამდე იყო ბერძენიშვილის განცხადება. მათ აქვთ ახალი ხაზი, ახალი დაკვეთა, ახალი დავალება მიღებული, რომლის მიზანია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი გადავიდეს უკანა პლანზე, რაც არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics