|
2026-09-27 11:47:33, 3058 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის საელჩო -სოხუმის დაცემიდან 33 წლის შემდეგაც დაკარგული სამშობლოს, დანგრეული ცხოვრების და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილი კვლავ იგრძნობა მრავალ ოჯახში
გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში,რომელიც სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება. როგორც საელჩო აღნიშნავს, დაე, ამ დღის ხსოვნამ კიდევ უფრო გაგვაძლიეროს, რათა დაუღალავად ვიმუშაოთ დიალოგისთვის, მდგრადი მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის, რომელშიც შერიგება შესაძლებელი გახდება. “დღე, რომელიც თაობებს აერთიანებს. არსებობს თარიღები, რომლებიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში ღრმად იბეჭდება. 27 სექტემბერი საქართველოსთვის ასეთი დღეა. სოხუმის დაცემიდან 33 წლის შემდეგაც დაკარგული სამშობლოს, დანგრეული ცხოვრების და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილი კვლავ იგრძნობა მრავალ ოჯახში - მათ შორის იმ თაობაშიც, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. დღეს ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილსა და მწუხარებას. გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაე, ამ დღის ხსოვნამ კიდევ უფრო გაგვაძლიეროს, რათა დაუღალავად ვიმუშაოთ დიალოგისთვის, მდგრადი მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის, რომელშიც შერიგება შესაძლებელი გახდება”, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა. სოხუმის დაცემა მოხდა 1993 წლის 27 სექტემბერს, რაც გახდა აფხაზეთის ომის (1992-1993) ყველაზე ტრაგიკული და გარდამტეხი თარიღი. ამ მოვლენით დასრულდა 13 თვესა და 13 დღეს მიმდინარე მძიმე სამხედრო კონფლიქტი, რის შედეგადაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი აფხაზეთის რეგიონზე.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)