|
2026-09-27 11:45:24, 2150 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთს საელჩო - საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავზე, საფრანგეთის საელჩო საქართველოში პატივს მიაგებს აფხაზეთის კონფლიქტის მსხვერპლთა ხსოვნას და ყველა იმ ადამიანს, ვინც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში. “ოცდაათ წელზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ისტორიის ეს მტკივნეული თავი კვლავ აღბეჭდილია კოლექტიურ მეხსიერებასა და იმ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის ყოველდღიურობაში, რომელთა დაბრუნების უფლება, რასაც ყოველ წელს ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეა, დღემდე განუხორციელებელია. ამ ხსოვნის დღეს, საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა. სოხუმის დაცემა მოხდა 1993 წლის 27 სექტემბერს, რაც გახდა აფხაზეთის ომის (1992-1993) ყველაზე ტრაგიკული და გარდამტეხი თარიღი. ამ მოვლენით დასრულდა 13 თვესა და 13 დღეს მიმდინარე მძიმე სამხედრო კონფლიქტი, რის შედეგადაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი აფხაზეთის რეგიონზე.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)