|
2026-09-27 11:43:09, 2127 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო - დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა - ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს
საქართველოში აშშ-ს საელჩო, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საქართველოში აშშ-ს საელჩო აღნიშნავს, ქართველ პარტნიორებთან ერთად იხსენებენ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღო. “დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა. სოხუმის დაცემა მოხდა 1993 წლის 27 სექტემბერს, რაც გახდა აფხაზეთის ომის (1992-1993) ყველაზე ტრაგიკული და გარდამტეხი თარიღი. ამ მოვლენით დასრულდა 13 თვესა და 13 დღეს მიმდინარე მძიმე სამხედრო კონფლიქტი, რის შედეგადაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი აფხაზეთის რეგიონზე.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)