00:49 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-18 19:08:49, 1744 ნახვა

პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები

ლონდონი გმობს სამხრეთ ოსეთში ე.წ. „არჩევნებს“, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის საკითხებში სტიუარტ ვუდმა.

„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი კონსოლიდაციის მცდელობები ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უპასუხოდ არ დარჩება. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებები“, - განაცხადა მაღალი რანგის დიპლომატმა.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დღეს, 18 სექტემბერს, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. რეგიონის ლიდერის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის, თუმცა კრემლის მიერ მხარდაჭერილ მარატ კამბოლოვად ფავორიტად ითვლება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics