20:29 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-18 18:01:58, 2361 ნახვა

სამართალი
აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი პროკურატურასთან დადებული საპროცესო შეთანხმების შედეგად პატიმრობიდან გათსვისუფლდა

აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი პროკურატურასთან დადებული საპროცესო შეთანხმების შედეგად პატიმრობიდან გათსვისუფლდა. პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის  ობიექტის ხელში ჩაგდების  მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას  საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე  მომართეს, რაც სასამართლომ დაამტკიცა 

ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის  ობიექტის ხელში ჩაგდების  მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა  აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას  საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე  მომართეს.  პროკურატურამ მსჯავრდებულებთან ზაქრო ალბუთაშვილთან და გიორგი ჩახუნაშვილთან საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა, რაც სასამართლომ დაამტკიცა.

 მსჯავრდებულები ზაქრო ალბუთაშვილი და გიორგი ჩახუნაშვილი ხუთ პირთან ერთად  თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 19 ივნისს  დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  5 -5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გიორგი ჩახუნაშვილს  3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. რაც შეეხება ზაქრო ალბუთაშვილს მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა  და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.  

ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის  ობიექტის ხელში ჩაგდების  მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძესთან საპროცეცო შეთანხმება დაამტკიცა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 7 მაისის განაჩენით ნიკა გვენცაძე სხვა პირებთან ერთად დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად  5 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა. 

საპროცესო შეთანხმების თანახმად მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. - წერია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics