2026-09-16 11:30:14, 242 ნახვა
სამართალი
გორის სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქართლის ამბები ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ დაახლოებით 16 საათზე მოხდა.
,,ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში მიიყვანეს, გუშინვე თბილისში გადაიყვანეს. როგორც გვაცნობეს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოტეხილობები აქვს და ოპერაციები დასჭირდება", - უთხრეს მედიას სკოლაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან